პლატონის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე წავიდა მცირეაზიაშის ადაც 3 წელი დაჰყო. შემდეგ იყო ქ. მიტილენაში სადაცმოიყვანა ცოლი და საცხოვრებლად ათენში გადავიდა სადაცრიტორიკული სკოლა გახსნა. თუმცა 343-342 წელს იგი ფილიპემმიიწვია 13 წლის ალექსანდრე მაკედონელის აღმწრდელად.არისტოტელე მას ასწავლიდა 3 წელიწადს გამეფებამდე. შემდეგდაბრუნდა ათენში და დაარსა სკოლა-ლიცეუმი (ლიკეიონი) სადაც15 წელიწადს ასწავლიდა. გადმოცემით ამ პერიოდში მან დაწერა1000 თხზულება. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მას დაუწყესდევნა იგი იძულებული იქნა გაქცეულიყო ევბეზეწ ქ.ქალკიდაში,სადაც ძველი წერლთაღრიცხვით 322 წელს კუჭის ავადმყოფობითგარაიცვალა.
არისტოტელეს თხზულებებს სამ ჯგუფად ყოფენ:
1) "გამოქვეყნებული შრომები", დიალოგები, რომლებიც, თურმე,შეიცავდა შესანიშნავ აზრებს და დაწერილი იყო ბრწყინვალეენით. ამ თხზულებებიდან არც ერთი არ არის შემონახული.
2) კრებულები (ყველა დაკარგულია)
3) სასწავლო თხზულებები, რომლის მხოლოდ მეექვსედი ნაწილიაშემონახული.
არისტოტელეს თხზულებები დარჩა მის მოწაფეს, თეოფრასტეს,რომელმაც გადასცა ისინი ნელეას. ამან კი პერგამენტებიგადაიტანა ტროაში, ქ. სკეფსისში. ნელეას შთამომავლებმა ისინიშეინახეს სარდაფში, სადაც სინესტემ და თაგვებმა დააზიანესხელნაწერები. შემდგომ არისტოტელეს თხზულებები გაყიდულიქნა ათენში, საიდანაც სულამ რომში წაიღო. აქ ანდრონიკეროდოსელის დახმარებით გრამატიკოსმა ტირანიონმა 60-50 წწ. (ძვ.წ.) გამოსცა ეს თხზულებანი. შემდგომში არისტოტელესნაშრომთა კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმავენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870.არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემისმიხედვით.
არისტოტელეს თხზულებები ეხებოდა ცოდნის თითქმის ყველადარგს. მან შემოიტანა ხმარებაში და დააფუძნა სიტყვა "ფიზიკა".ბევრ ფუნდამენტურ საკითხს ჩაუყარა საფუძველი მეცნიერების ამდარგში, ასევე მნიშვნელოვანი შედეგბი აქვს მათემატიკაში,ფილოსოფიაში, ეთიკაში, ლოგიკაში, მეტეოროლოგიაში,ორგანული ბუნების შესწავლის დარგში და სხვ.
საინტერესოა არისტოტელეს გნოსტიკურ ჭრილში განხილვა რომელსაც განიხილავს თომა აქვინელი. რა არის ჭეშმარიტადგაგებული არისტოტელე,რის საფუძველზეც აგებს თომააქვინელი "უნივერსალიებს?"
ჭეშმარიტი არისტოტელეს გაგება არის მაში ჭეშმარიტი მონიზმისგანჭვრეტა!
პლატონის სამყროსეული წარმოდგენის გაორების წინააღმდეგარისტოტელემ წამოაყენა სულის მთლიანობის ისპრინციპი,რომელიც შემდეგნაირად გამოხატა (და აქ მასმთლიანად ეთანახმიერება პლოტინი):
სამყაროში ის განჭვრეტს ერთიან არსებას, რომელიცერთსადაიმავე დროს თანაბრად ითავსებს იდეებსა და გრძნობითაღსაქმელ მოვლენებს. ამას არისტოტელე შემდეგნაირადგამოხატავს:
ის, რაც მონაწილეობს ადამიანის სამშვინველის შექმნაში, არისადამიანის სულის აქტიობა. აქტიური განსჯა, რომელიცუწყვეტად მოღვაწეობს ადამიანის სიცოცხლის მანძილზე,და არაისე, რომ მეხსიერების მსგავსად შეწყვეტა-განახლებასექვემდებარებოდეს. ასეთია პასიური განსჯა, რომელიც მოცემულმომენტში მოვლენების აღქმა-გადამუშავებას ასრულებს. ის რაცადამიანის სულის აქტიობას,ანუ აქტიურ გონს შეადგენს არისამავე დროს სამყაროს უნივერსალური პრინციპი. არისტოტელემას უწოდებს "Naus poietikos"-s .ეს ისაა, რაც მონაწილეობსსამყაროს და ადამიანის სხეულის ქმნადობაშიც. ხოლო მისიმოღვაწეობა ადამიანის მიერ აღქმა-დიფერენცირებით ფუნქციაშიწარმოსდგება როგორც "Naus pathetikos", ანუ ე.წ."intellectus possibilis" (თუ შეიძლება ასე ითქვას -ტანჯულიინტელექტი(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
ამრიგად არისტოტელე მყარად და ერთსახოვნად აყალიბებსერთადერთ სწორ მონისტურ პრინციპს- სამყაროს ერთიანარსებაში იდეისა და გრძნობი აღქმადი საგნების ერთდროულობისდა ერთმთლიანობის კანონზომიერებას.
იდეებს დამოუკიდებელი ყოფიერება ადამიანის სულში,ნამდვილობას იძენს მხოლოდ იმის მეოხებით, რომ ადამიანისსამშვინველს შეუძლია ემანსიპირება იმ აღქმადი საგნებისაგანრომლებთან ერთადაც ის სინამდვილეს წარმოადგენს!
არისტოტელეს ასეთი გაგება ერთობ არასახარბიელო იყომათთვის,ვინც იღწვოდნენ ქრისტიანობაზე წარმოდგენისდაფუძნებისათვის. ამიტომ, სრულიადაც არა შემთხვევითი, რომფრიდრიხ მეორემ, ჰოჰენშტაუფენმა,რომელმაც რომის პაპისაგანმიიღო კორონაცია და უზარმაზარ პრივილეგიებს ფლობდაიტალიაში, პაპის კურიაში, და დაქვემდებარებაში ჰყავდასიცილია(თავად სიცილიაში აღიზარდა და აღმოსავლურსწავლებასა და კულტურას ეზიარა) -თავის კარზე მიიღო ავეროესიმის ორ ვაჟთან ერთად და ყველანაირი პირობა შეუქმნასაგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის. იმ მსოფლხედველობისგადაქცევისათვის ევროპული საბუნებისმეტყველო მეცნიერულსაფუძვლად, რაც ზემოთ ავღნიშნეთ...
კიდევ ერთხელ გადავხედოთ არისტოტელეს სწორ გაგებაზეაღმოცენებულ აქვინელის უნივერსალიების გნოსტიკურ პრინციპსდა მისი მონისტურ საფუძველზეც ვთქვათ ორი სიტყვა.
ის, ვინც პირდაპირი წყაროდან და არა სხვა აზროვნებაშიგარდატეხილ-გამოთქმულიდან შეისწავლისარისტოტელეს,დაინახავს, რომ არისტოტელემ შემეცნებისთეორიის სფეროში ჯერ კიდევ მაშინ იცოდა ის, რითაც ადამიანსახლა უკვე გაბედულად შეუძლია გადალახოს კანტის გავლენითწარმოქმნილი შემეცნების თეორიული დაბნეულობა ოღონდნელ-ნელა და თანმიმდევრულად.
არისტოტელემ უჩვენა ადამიანის მიერ შემეცნებაშითვითნებურად აგებული ზღვარის გადალახვის შესაძლებლობასწორად აგებული და სწორად წარმართული აზროვნების ტექნიკისმეშვეობით. ხოლო თომა აქვინელი გახლავთ ის გნოსტიკურადმოზაროვნე,რომელმაც პირველწყაროს სრული წვდომიდანუნივერსალიების სახით წარმოადგინა აზროვნების ტექნიკისსისრულე და მისი მუშაობის ერთადერთი სწორი პრინციპი.
ამ უკანასკნელის სრულად გააზრება წინასწარი აუცილებლობისსახით მოითხოვს შემდეგს (ადამიანისათვის მეტადარაკომფორტულ და უსიამოვნო პროცესს):
1.აიძულო თავი იაზროვნო universalia in re-ს ზუსტი დაშესაბამისი ცნებებით,რომლებიც მანამდე უნდა გამოიმუშაო
2.საამისოდ საჭიროა კოლოსალური მოთმინება და პრინციპულობაცნებათა სისუფთავის,ნათლად გამოკვეთილობის დანიუანსობრივი სიზუსტის მისაღწევად
3.აუცილებელია ზუსტი ცოდნა იმისა,რაზეც საუბრობ,როცა მასრაიმე ცნებას უსადაგებ
სქოლასტიკის სულით ეს იმას ნიშნავს,რომ როცა საუბრობენრაღაც ცნების დამოკიდებულებაზე იმასთან, რასაც ისგამოხატავს, ჯერ უნდა გამოიმუშაო განსაზღვრებათა მთელიმწკრივი,ის ყოველივე რაც რაიმენაირად ამ ცნებას უკავშირდება.
სწორად გაგებულ არისტოტელეს მონიზმზე (კიდევ ერთხელგავიცხენოთ, რომ არისტოტელეს "მატერიის" ქვეშ ესმის არაფიზიკურ-საგნობრივი, არამედ აგრეთვე სინამდვილისსაფუძვლად მდებარე სუბსტანციონალური) დაფუძნებულიაქვინელის მკაცრად მონისტური მოძღვრების გაგებისათვისუმთავრესია პასუხი კითხვაზე:
არის თუ არა შესაძლებელი რომ არა მხოლოდ გაგებით (ცნებათამეშვეობით) მივწვდეთ იმას, რაც გასაგნდება ნივთების დამოვლენების სახით, არამედ თვით ამ ნივთებში"შევაღწიოთ?"მატერიასთან "გავიგივდეთ?"
ეს კითხვა ძალზე მნიშვნელოვანია შემეცნების თეორიისთვისაც.ამ კითხვაზე პასუხს მიიღებს ის, ვინც ჩაღრმავდება აზროვნებისბუნებაში. ე.წ.წმინდა აზროვნებაში.
არისტოტელური გაგებით წმინდა აზროვნება არის წმინდა(სუფთა) ფორმა. ფორმაზე ზემოთ ვისაუბრეთ. ანუ ისაა წმინდააქტუალობა თავის პირველადობაში.თავის პირველადგამოვლენაში.ის რაც ყოველგვარი შინაარსისაგან"დაცლილია","თავისუფალია". აქ მხედველობაშიაგრძნობად-მასალისმიერი შინაარსი.
ანუ -აზროვნებას ძალუძს თავისი მოღვაწეობა წარმართოს წმინდააქტუალობიდან და ისეთნაირად წარმოქმნას სინამდვილისგამომხატველი ცნება, რომელიც არ არის წარმომდგარიმასალისმიერ შინაარსთან კავშირის მეშვეობით.
მაგალითად: წრის ცნება შიიძლება ორნაირად აიგოს. პირველშემთხვევაში ადამიანი მას აყალიბებს in reსიტუაციიდან. ვთქვათის გადის შუა ზღვაში და აფიქსირებს გარემომცველისინამდვილის გარშემოწერილობას როგორც წრის აგებულებას დაამნაირად აყალიბებს ცნებას მის შესახებ.
მეორე შემთხვევაში ადამიანი არ მიმართავს უშუალოდგრძნობად-მასალისმიერ შთაბეჭდილებას და საკუთრივ წმინდააზროვნებისადმი მიმართებით შემდეგნაირად ოპერირებს:
"მე ჩემს სულში ვაგებ ერთი წერტილიდან თანაბარი მანძილითდაშორებული ყველა ადგილის ერთიანობას, რაც ასევე მაძლევსწრის ცნებას,ისე, რომ მე არ მივმართე გარე-გრძნობად.
აი ესაა არისტოტელეს გაგებით წმინდა აქტუალობა.ის რაცსრულად და უდანაკარგოდ მიიღო სქოლასტიკამ.
და თუჩვენ ამ უნივერსალიებს არ გავაყალბებთ ჩვენს სულში,როგორც დამახინჯებულ შემეცნებისთეორიას და მარტივსუბიექტურ წარმონაქმნებს, არამედ ვიპოვნით მათ ობიექტურსაგნებში, აღმოჩნდება, რომ ჭეშმარიტი აზრები მათ შესახებთავიდანვე იყო განთავესბული მათში იმ ფორმაში, რომელფორმასაც არისტოტელე სამყაროს საფუძვლად აღიარებს.
ასეთია ჭეშმარიტად გნოსტიკურად გაგებული არისტოტელეჭეშმარიტი გნოსტიკოსის -თომა აქვინელის მიერ.
არისტოტელეს მიერ წმინდა ფორმის ანუ წმინდა აქტუალობისგაგებაში სრულიად მოხსნილია წინააღმდეგობა და დუალიზმიწმინდა ენტელეხიებსა (მატერრიისაგან თავისუფალი სუფთააზრისეული ფორმები) და მატერიას შორის. რადგან, თავადმატერიაც -მის წმინდა ენტელეხიაში ხომ სუბსტანციონალურია!
არისტოტელეს მიერ პირველსაწყისის (Naus-ის, ღმერთის) გაგებადა ცნება არის ის წმინდა აქტუალობა, რომელიცფორმისქმანდობასთან ერთად წარმოქმნის საკუთარ მატერიას!
ახლა როგორ მიეცემა ეს სინამდვილე ადამიანს თავის წმინდააზროვნებაში?
განვაგრძოთ:
სუბიექტში (ადამიანში) თავდაპირველად სუბიექტურადაღძრული პროცესი (აზროვნება) როგორაა ობიექტურიარსებულობის ობიექტურად გამომხატველი?
როგორ შეუძლია ადამიანს პირადად, საკუთარი წმინდააქტუალობითი მიმართებით თავის შინა არსში, თავის შინაგანშიმოიძიოს რწმუნებულება, განიცადოს და დარწმუნდეს რომ ესაქტი ობიექტური სინამდვილის შესაბამისობა და გამომხატველია?
საამისოდ ადამიანმა მთელი ეს წმინადა აქტუალობითი პროცესი-რაც გრეთ იყო მიმართული, უნდა თავის შინაარსშიშემოაბრუნოს, საკუთარი შინაგანისაკენ წარმართოს, რათაპირადად განიცადოს და აღიქვას თავის მიერ საკუთარი ფორმისადა მატერიის წარმოქმნის საოცარი პროცესი! ანუ-
სამივე ზემორე უნივერსალია გამოისახება, გამოვლინდება დაქმედებს თვით ადამიანში!
ეს გამოისახება მაშინ, როცა ადამიანი წმინდა აზროვნებითიაქტუალობით და ამ აქტუალობიდან აღწევს "მე" ცნებამდე.
როცა მას ამ "მე" ცნების იმგვარი სრულყოფილებით დასისუფთავით აგება ძალუძს, როგორც ამას მომავალში ფიხტესგნოსტიკური აზროვნების მაგალითზე (Tathandlung) დავინახავთ.
როცა ადამიანი თავის შიგნით სრულად პოულობს,სრულადაღიქვამს და მიემართება საკუთარ თავს, ამ დროს ის იმყოფებაწმინდა აქტუალობაში და ამასთანავე წარმოქმნის თავის in re "მე"-ს მატერიას!
როცა ადამიანი წმინდა აზროვნებითი აქტუალობიდან სწვდება ამin re "მე"-ს, სწორედ მაშინ ის იმყოფება ამ აქტუალობის ცენტრში,საიდანაც წმინდა აზროვნება ესენციალურად აწარმოებს თავისმატერიალურ არსებას!
ამგვარად სახეზე გვაქვს "მე"-ს სამგვარი მოცემულობა:
1.-"მე"- ,როგორც universalia ante rem!- ზოგადერთიანობა,საერთო ყოვლადობა
2.-"მე",- რომელშიც ჩვენ თავად ვიმყოფებით,როგორცგამოვლენილი მოცემულობა -in re
3."მე",რომელსაც ჩვენ ვწვდით წმინდა აზროვნებითიაქტუალობიდან -post rem
აქ ჩვენ გველის იმ განსაკუთრებულის აღქმა, რომ როდესაცწმინდა აქტუალობის -ante rem სიმაღლეზე ვწვდებით ჩვენს "მე"-სეს სამივენაირობა ერთიანდება! ერთ მთელ სინამდვილედწარმოსდგება!
"მე" -მხოლოდ მაშინ ახორციელებს თავის საკუთრივ ცხოვრებას,როცა ის ქმნის თავის წმინდა ცნებებს და ამ წმინდა ცნებებშიცხოვრობს როგორც რეალობა!
აქ "მე"-ს წმინდა ცნება (სუფთა ცნება) აბსტრაქცია როდია, რადგან"მე"-სთვის სულაც არაა სულერთი თუ რას ქმედებს წმინდააზროვნება, რადგან წმინდა აზროვნება არის "მე"-ს ჭეშმარიტიშემოქმედი. აი აქ - შემოქმედებითობა სრულიად ემთხვევამატერიალურს და მატერიალიზაციას!
ამასვე უკავშირდება კიდევ ერთი აუცილებელი რაღაცის გაგება:
ყველა სხვა შემეცნებით შემთხვევაში ჩვენ თავდაპირველადვაწყდებით ზღვარს (შემეცნებითს), მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ"მე"-ს შემეცნებაში არა აქვს ამ ზღვარს ადგილი. ჩვენ მასმთლად,სრულად მოვიცავთ ჩვენს სიღრმისეულ არსებაში და ამარსების სახით, როცა მას ვაგებთ, ვწვდებით და ვიმეცნებთწმინდა აზროვნებაში!
მოკლედ რომ შევაჯამოთ ის ყოველივე, რაც აქამდე ითქვა,მივიღებთ შემდეგ სურათს:
1.ანტიკურ-ელინური კულტურის მემკვიდრეობის- უზარმაზარისპირიტუალურ-მისტერიალური გამცდილებისა და ცოდნისდეკადანსის შემდგომ, ადამიანის სააზროვნო ძალებითანდათანობით განეყენება აღქმის და შემეცნების იმ წესს,რაცმის სამშვინველში ქმედებდა ვიდრე გნოსისის კულტურისჩათვლით.

No comments:
Post a Comment